პროგრამის შესახებ

SOCIAL MEDIA_AI-02.png

საქართველოში პირველად, გზებზე ნასვამობის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება.

პროგრამის მიზანია ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევების შემცირება, რაც ხელს შეუწყობს საგზაო უსაფრთხოებასა და მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფას. 

სასწავლო პროგრამა ახალი შესაძლებლობაა მოქალაქეებისთვის, გამოიმუშავონ უნარ-ჩვევები რისკ-ფაქტორების განსასაზღვრად და მათ ასარიდებლად.  

საერთაშორისო გამოცდილება

პროგრამა შემუშავებულია შვეიცარიულ წარმატებულ პრაქტიკაზე დაფუძნებით.

 

შვეიცარიაში მსგავსი სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს სამართალდამრღვევთათვის ახალი შანსის მიცემას, მართვის მოწმობის მოკლე ვადებში დაბრუნებასა და კანონდარღვევის შემთხვევების შემცირებას.

ტრენინგები განხორციელდება თბილისში, ბათუმსა და თელავში 3 წლის განმავლობაში.

 

სრულად დაფინანსებულია.

 

ჩატარდება ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები სფეროს წამყვან სპეციალისტებთან (ჯამში 12 შეხვედრა).

 

გაიცემა სერტიფიკატი.

ტრენინგების შესახებ

მძღოლებს, რომლებსაც ჩამოერთვათ მართვის მოწმობა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ საჭის მართვის გამო.

 

ყველა დაინტერესებულ პირს, რომელთაც სურთ, განსაზღვრონ  რა სახის რისკ-ფაქტორები არსებობს ნასვამ მდგომარეობაში საჭის მართვისას.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

road_workin_file-03.png
illustration_working_file-19.png

მულტიმედია

 
 

ტრენერები

1-01_edited.jpg

გრიგოლ
გელდიაშვილი

ფლობს ბორდის მიერ სერტიფიცირებული ქცევითი თერაპევტის (BCBA) უმაღლეს საერთაშორისო ხარისხს ფსიქოლოგიაში.

დაამთავრა ფლორიდის ტექნოლოგიების ინსტიტუტი, აშშ ფსიქო-დიაგნოსტიკისა და ფსიქო-კონსულტანტის მაგისტრის ხარისხით. გიგის აქვს აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებთან პრაქტიკული და გამოყენებითი ქცევითი ანალიზის (ABA) თერაპევტთა სუპერვაიზორად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

1-04_edited.jpg

თეონა
გუბიანური

ფლობს მაგისტრის ხარისხს კლინიკურ ფსიქოლოგიაში.

დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგიის მიმართულებით. არის მოწვეული ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში და სერტიფიცირებული ტრენერი. აქვს ფსიქოლოგად მუშაობის მდიდარი გამოცდილება. ამჟამად დასაქმებულია ივ.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული მედიცის ცენტრის ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიის ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომლად. არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

1-03_edited.jpg

რუსუდან 
სამხარაძე

ფლობს ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების  მაგისტრის ხარისხს.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულებით. კითხულობს „აღზრდის ფსიქოლოოგის“ სალექციო კურსს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). აქვს ფსიქოლოგად მუშაობის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება. გავლილი აქვს სერტიფიცირებული ტრენინგები ამავე განხრით.

1-02_edited_edited_edited.jpg

ელენე
დევდარიანი

ფლობს მაგისტრის ხარისხს ფსიქოდიაგნოსტიკასა და კონსულტირებაში.

დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საპატრიარქოს წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. აქვს ფსიქოლოგად და განვითარების სპეციალისტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. გავლილი აქვს მრავალფეროვანი სახის ტრენინგები ფსიქოლოგიის სხვადასხვა სფეროს მიმართულებით.

 

სიახლეები

WhatsApp Image 2021-10-28 at 12_edited.jpg

სასწავლო პროგრამა დაიწყო

27 ოქტომბერს, პარტნიორ ორგანიზაციებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. 

SOCIAL MEDIA_AI-01_edited.png

ტრენინგზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს თბილისიდან, ბათუმიდან და თელავიდან

პარტნიორები

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციის „Georgia Global Connections"-ის, “ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” და „აღმოსავლეთ ევროპაში პრობაციის სერვისების განვითარების ასოციაციის" (VEBO) თანამშრომლობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებით. პროგრამის განხორციელებას მხარს უჭერენ საქართველოს უნივერსიტეტი და შვეიცარიის საელჩო საქართველოში.

კონტაქტი

(995) 599 299-171 info@lpdd.net

77ა, მ. კოსტავას ქუჩა, 0171, თბილისი, საქართველო